სააფთიაქო ნარკომანია ისევ პრობლემაა. ამჯერად საუბარია 17 ფარმაცევტულ დაწესებულებაზე, რომლებიც ფსიქოტროპულ და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ წამლებს რეცეპტის გარეშე გასცემდნენ. მათ უმეტესობას ფარმაცევტული საქმიანობისთვის აუცილებელი ნებართვაც კი არ ჰქონდათ.
ამოღებულია დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტები, მრეალიზაციიდან მიღებული თანხა და დოკუმენტაცია.
ობიექტები ახლა დალუქულია, თუმცა ფსიქოტროპული წამლების შავი ბაზარი მალევე პოულობს გასაღების ახალ წერტილებს.
კანონდამრღვევ აფთიაქებთან მცხოვრები ადამიანები იმასაც ყვებიან, რომ დალუქვიდან რამდენიმე დღეში, ფარმაცევტული ობიექტები ისევ აგრძელებენ უკანონო საქმიანობას.
მიმდინარე თვეში, ე.წ "სააფთიაქო ნარკომანიის" სულ 17 ფაქტი გამოვლინდა. ობიექტებს არ გააჩნდათ საქმიანობისათვის საჭირო შესაბამისი ნებართვა. დანაშაულის ადგილიდან საგამოძიებო უწყებამ დიდი ოდენობით პრეპარატი და ფული ამოიღო.
სისხლის სამართლის საქმე უკანონო სამეწარმეო საქმიანობის მუხლით არის აღძრული. დანაშაული სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.