26 ნოემბერი 2024,   12:46
ვრცლად
უკრაინის მხარდაჭერა, სანქციებთან დაკავშირებული პოლიტიკა, ეკონომიკიური და სავაჭრო ურთიერთობები, ევროინტეგრაციის პრიორიტეტები - პოლიტიკური გზავნილები კატარიდან

უკრაინის მხარდაჭერა, სანქციებთან დაკავშირებული პოლიტიკა, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები, ევროინტეგრაციის პრიორიტეტები - პრემიერ-მინისტრის გზავნილებს, მმართველი პარტიის თავმჯდომარე აფასებს და ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა საკუთარ გამოსვლაში აქცენტი ეროვნულ ინტერესებსა და საქართველოსთვის მნიშვნელოვან ყველა საკითხზე გააკეთა.

"ქართული ოცნების" ლიდერი პრემიერის იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, "უკრაინელი პარტნიორების მოლოდინი საქართველოში მეორე ფრონტია".

კატარის ფორუმზე გაჟღერებულ გზავნილებს, ოპონენტები ანტიუკრაინულ და ანტიდასავლურ რიტორიკად აფასებენ. ოპოზიცია ამბობს, რომ საერთაშორისო პლატფორმები ხელისუფლებამ უფრო მეტად უნდა გამოიყენოს როგორც უკრაინის მხარდასაჭერად, ასევე საქართველოს ევროპული მომავლის გასამყარებლად.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ოპოზიცია საკუთარი პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე გზავნილების შეგნებულ ინტერპრეტაციას ახდენს. ქართული ოცნება ოპონენტებს კიდევ ერთხელ ახსენებს, რომ საქართველო სანქციების გვერდის ავლას არ დაუშვებს და ეს საერთაშორისო ფორუმზე პრემიერ-მინისტრმაც დაადასტურა.

პრემიერის გზავნილს, რომ 2008 წლის ომის შემდეგ საერთაშორისო პარტნიორების რეაქცია ადეკვატური არ იყო, ოპოზიცია იზიარებს.. თუმცა ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ამ თემაზე საუბარი დღეს არასწორია.

საერთაშორისო თანამეგობრობის მისამართით პრემიერ-მინისტრის კიდევ ერთ გზავნილს, რომ ომის დასასრულებლად დასავლეთის მეტი ძალისხმევაა საჭირო, სრულად ეთანხმებიან საპარლამენტო უმრავლესობაში. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ მოცემულ რეალობაში კონკრეტული პროგნოზის გაკეთება რთულია და ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება ამ მიმართულებით პრაგმატული იყო.

ირაკლი ღარიბაშვილმა მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკურ პროცესებზე დღეს კატარის ფორუმზე, პანელური დისკუსიის ფორმატში ისაუბრა

 

დღის ამბები