26 ნოემბერი 2024,   12:45
ვრცლად
თსუ-ში საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენცია გაიმართა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვრის ხელმძღვანელობით, საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის მონაწილეებმა, უმაღლესი განათლების განვითარების მიმართულებით, მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.

მინისტრის ინიციატივით, რექტორთა კონფერენციის ფორმატში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან შეხვედრები პერმანენტული ხასიათის იქნება და საქართველოს მასშტაბით, ყველა ავტორიზებულ საჯარო და კერძო უნივერსიტეტში გაიმართება.

 
დღის ამბები