იმერეთში მოზარდის ჩვენების საფუძველზე, ბავშვის მამა და ბიძა დააკავეს. არასრულწლოვანი ამტკიცებს, რომ მასზე ძალადობდნენ. არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება მშობლებს შორის კონფლიქტს უკავშირდება, რომლებიც წლებია გაშორებული არიან.
დაკავებულები წყალტუბოს დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფებიან. გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო.
ადვოკატი, მცირეწლოვნების ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალებზე არ საუბრობს. მამისთვის და ბიძისთვის ბრალი, ჯერჯერობით, არ წარუდგენიათ.