26 ნოემბერი 2024,   12:39
ვრცლად
ვინ რა ტერიტორიით ხედავს საქართველოს მომავალს ევროსტრუქტურებში - დისკუსია, რომელიც კანდიდატი სტატუსის მინიჭების წინ უაღრესად სახიფათოა

საქართველოს ევროპული პერსპექტივა ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე? - ქვეყანაში პოლიტიკური განსჯის საგანი ხდება დისკუსია, რომელიც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების წინ უაღრესად სახიფათოა.

მშვიდობა, შერიგება და განვითარება - ეს ის მთავარი გზავნილებია, რაზეც მმართველი გუნდისთვის ქვეყნის გაერთიანება გადის. განსხვავებული მიდგომა აქვთ ოპოზიციაში - რაზეც ყურადღებას ამახვილებს "ქართული ოცნება" და კონკრეტულ კითხვებს უსვამს მათ. სტატუსი ამ თემაზე სოციალურ ქსელში პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა გამოაქვეყნა.

მმართველ პარტიას ადრესატებმა მალევე უპასუხეს. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ მმართველი ძალა ოპონენტების გაშავებას მორიგი ბრალდებებით ცდილობს.

ის რაზეც ოპოზიციის ნაწილი საუბრობს მმართველი ძალისთვის საზოგადოებაში წინასწარი განწყობის ჩამოყალიბებას ემსახურება. "ოცნებაში" ბიზნესმენ ფადი ასლის "ფეისბუქ" პოსტიც გაიხსენეს, სადაც 2 დღის წინ ბიზნესმენი წერდა.

შერიგებისა და ნდობის აღდგენის პოლიტიკის უალტერნატივობაზე ისაუბრა საკუთარ ფეისბუქ პოსტში პრემიერ მინისტრმაც. ირაკლი ღარიბაშვილმა აფხაზ თანამემამულეებს "აფხაზეთობა" სოციალური ქსელით მიულოცა და თქვა, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი სწორედ ერთმანეთის ნდობის დამსახურებაა. მთავრობის მეთაური წერს, რომ ურთიერთ-პატივისცემა და ნდობის აღდგენაა ის, რაც საქართველოს გაერთიანებულ, განვითარებულ და ევროპულ ქვეყნად აქცევს.

 

 

დღის ამბები