26 ნოემბერი 2024,   12:33
ვრცლად
ფოთის პორტში, სავარაუდოდ, დიდი ოდენობით “ჰეროინი“ აღმოაჩინეს

ამ წუთებში ფოთის პორტში სამართალდამცველები მუშაობენ. “კურიერის“ ინფორმაციით, ნომერ მეექვსე ნავმისადგომზე ერთ-ერთ სატვირთოში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინია“ აღმოჩენილი. 

"რუსთავი2-ის" ინფორმაციით, ნარკოტიკები სატვირთოს მისაბმელში, სპეციალურად მოწყობილ  საცავში იყო დამალული. სატვირთო ირანის მოქალაქის მართვის ქვეშ იმყოფება. 

ინფორმაცია "კურიერს" ადგილზე დაუდასტურეს. შსს-ში კი გვითხრეს, რომ დაწყებულია გამოძიება და პორტის ტერიტორიაზე იმყოფებიან შესაბამისი დანაყოფები, ასევე საბაჟო სამსახურის წარმომადგენლები.

დღის ამბები