ნატოს გენერალური მდივანი ბრიუსელში თავდაცვის მინისტრების შეხვედრას შეუერთდა. მანამდე კი მან მედიასთან უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ეფ-16-ით წვრთნებზე გაამახვილა ყურადღება.
როგორც ნატოს გენერალული მდივანი ამბობს, წვრთნები მათ შესაძლებლობას აძლევს მოგვიანებით გადაწყვეტილება მიიღონ მიწოდებაზეც. იენს სტოლტენბერგის თქმით, უკრაინა თავს იცავს, ომი პუტინმა დაიწყო და მასვე შეუძლია დასრულება.
"მივესალმები ნატოს რამდენიმე მოკავშირის გადაწყვეტილებას, მათ შორის გერმანიის გადაწყვეტილებას პილოტების მომზადების დაწყებასთან დაკავშირებით. ეს გვაძლევს შესაძლებლობას მოგვიანებით გადაწყვეტილება მივიღოთ მიწოდებაზეც. შეერთებული შტატები არის ეფ-16 ების მთავარი მომწოდებელი და პრეზიდენტმა ბაიდენმა მკაფიოდ განაცხადა რომ ისინი დაიწყებენ პილოტების წვრთნებს. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც ნაწილობრივ საშუალებას მოგვცემს მივაწოდოთ მოიერიშე თვითმფრინავები გარკვეულ ეტაპზე, მაგრამ ასევე აგზავნის ძალიან მკაფიო სიგნალს, რომ ჩვენ იქ ვართ გრძელვადიან პერსპექტივაში. პრეზიდენტმა პუტინმა დაიწყო ეს ომი, მას შეუძლია დაასრულოს ეს ომი. უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება, რაც გამყარებულია გაეროს ქარტიით. ჩვენ ვაჩვენეთ ნატოს მოკავშირეების სურვილი მხარი დაუჭირონ უკრაინას. ჩვენ ვიხილეთ, რომ ეს მხარდაჭერა მართლაც გადამწყვეტი იყო. მან ასევე არასათანადოდ შეაფასა ნატოს მოკავშირეები და პარტნიორები, როდესაც საქმე ეხება სურვილსა და ჩვენს მზადყოფნას უკრაინის მხარდასაჭერად. ამან უკრაინელებს საშუალება მისცა უკან დაეხიათ მტერი და დაებრუნებინათ ტერიტორიები,"- აცხადებს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი იენს სტოლტენბერგი.