ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის ომის დანაშაული უკრაინის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა.- ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის მუდმივი დელეგაციის ხელმძღვანელმა, იგორ ჩერნევმა განაცხადა.
მისივე თქმით, ლუქსემბურგში ნატო-ს სესიაზე მიიღეს დეკლარაცია, რომელიც გულისხმობს ნატო-ს ქვეყნების პარლამენტარების ერთსულოვან მხარდაჭერას საერთაშორისო ტრიბუნალის საკითხზე, ასევე უკრაინის დახმარებას გამარჯვებამდე და გამარჯვების შემდეგ.