ძიუდოში მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონის, ლუკა მაისურაძის სახლი ხაშურში გაქურდეს. ფაქტი გუშინ, იმ დროს მოხდა, როდესაც ლუკა მაისურაძის ოჯახი ხაშურის ერთ-ერთ რესტორანში იმყოფებოდა და მსოფლიო ჩემპიონობას აღნიშნავდა.
არსებული ინფორმაციით, წაღებულია 500 ლარამდე თანხა და მაჯის საათი. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.