26 ნოემბერი 2024,   12:32
ვრცლად
17-წლიანი კარიერა დასრულებულია - რითი ხსნის გადაწყვეტილებას ტოჩინოშინი, რომელმაც კარიერაში ოძეკის ტიტულის მიღება შეძლო

35 წლის ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე, ტოჩინოშინმა კარიერა დაასრულა. ეს მან ტოკიოს რიოგოკუ კოკუგიკანში საგანგებო პრესკონფერენციაზე თქვა. ეს სწორედ ის არენაა, სადაც საზაფხულო ბაშო მიმდინარეობს. ქართველი რიკიში კი ტურნირს მას შემდეგ დაემშვიდობა, რაც რანგით მე-2 დივიზიონ ძურიოში ზედიზედ 5 მარცხი განიცადა.

ტოჩინოშინი იუნიორთა შორის ევროპის ჩემპიონია და პირველად დოჰიოზე 2006 წელს გავიდა. 2008 წელს იგი ჯურიოს დივიზიონში პირველად აღზევდა, 2013 წელს კი ტრავმის გამო, მაკუშიტას დივიზიონში დაქვეითდა. ქართველ სუმოტორს იმერატორის თასი ერთხელ აქვს მოგებული, რის შემდეგაც ოძეკის წოდება დაისაკუთრა, რომელიც სუმოში იოკოძუნას შემდეგ ყველაზე მაღალი რანგია. სახელოვანი შეგირდის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა მისი აღმზრდელიც, რომელიც კასუგანოს სკოლას ხელმძღვანელობს.

ტოჩინოშინმა კარიერაში 3-ჯერ მოიგო ტექნიკური რიკიშის პრიზი, 2-ჯერ ბრწყინვალე ასპარეზობის პრიზი, 6-ჯერ მებრძოლი სულის პრიზი, 2-ჯერ კი კინბოში, ოქროს ვარსკვლავი იოკოძუნას დამარცხებისთვის. ქართველი სუმოისტი ჯამში 102 ბაშოზე გამოვიდა, აქედან 80-ჯერ ელიტარულ დივიზიონში. ტოჩინოშინს ოიაკატას ლიცენზია არ გააჩნია, ამრიგად ის იაპონიის სუმოს ასოციაციაში მწვრთნელის რანგში ვერ დარჩება.

 

 

დღის ამბები