26 ნოემბერი 2024,   12:43
ვრცლად
რეიტინგი, რომელშიც საქართველო დაწინაურდა - ქვეყანა პოზიტიური მშვიდობის ინდექსის თანახმად მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია

პოზიტიური მშვიდობის ხანგრძლივი პროგრესით, საქართველო საუკეთესო ხუთეულშია. 2023 წლის რეიტინგი ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტმა გამოაქვეყნა. ოფიციალური მონაცემებით, საქართველომ პოზიცია 14 ერთეულით გაიუმჯობესა და 53-ე ადგილი დაიკავა.

რეიტინგში საქართველო ყველა მეზობელ ქვეყანას უსწრებს, გრძელვადიანი გაუმჯობესებით კი მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულში დასახელდა. კვლევაში წერია, რომ მაღალი პოზიტიური მშვიდობა იწვევს ისეთ შედეგებს, როგორიცაა ეკონომიკური სიძლიერე და კეთილდღეობა. საერთაშორისო მონაცემებს, საპარლამენტო უმრავლესობაში სწორ სამშვიდობო პოლიტიკას უკავშირებენ. ოპოზიციის ნაწილისთვის კი გამოქვეყნებული ინდექსი რეალობას არ ასახავს.

ანალიტიკოსების შეფასებით, მსგავსი ინდექსები ქვეყნის იმიჯს საერთაშორისო ასპარეზზე უფრო ამყარებს. ექსპერტები ამბობენ, რომ რეიტინგი საქართველოს იმ წარმატებულ ნაბიჯებზე მიუთითებს, რომელიც ქვეყანამ მშვიდობის და ეკონომიკური თავისუფლების მიმართულებით გადადგა.

პოზიტიური მშვიდობის კვლევა რვა ფაქტორს ეფუძნება; მათ შორისაა ეფექტური მართვა, ჯანსაღი ბიზნეს გარემო, კორუფციის დაბალი დონე, ადამიანის უფლებები და ტოლერანტობა.

 

დღის ამბები