26 ნოემბერი 2024,   12:38
ვრცლად
ვატო შაქარიშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას უწოდებს მუმლაძეს, ხოშტარიას და ქართველ ხალხს, ვინც პრეზიდენტი გახადა, შეურაცხყოფას აყენებს

"თუ ვინმე გასაგდებია ქვეყნიდან ეს სალომე ზურაბიშვილია! სამარცხვინო არაქართველი"- წერს სოციალურ ქსელში მოძრაობა "აი იას"  თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი.

მისი თქმით, პრეზიდენტი საზოგადოებას უწოდებს მუმლაძეს, ხოშტარიას და ქართველ ხალხს, ვინც პრეზიდენტი გახადა შეურაცხყოფას აყენებს დაუსრულებლად!

"თუ ვინმე გასაგდებია ქვეყნიდან ეს სალომე ზურაბიშვილია! სამარცხვინო არაქართველი! მტერი, რომელიც საზოგადოებას უწოდებს მუმლაძეს, ხოშტარიას და ვიღაც ბოგანოებს, კოჭს უგორებს, იმათ დამქაშად გადაიქცა და ქართველ ხალხს, ვინც პრეზიდენტი გახადა შეურაცხყოფას აყენებს დაუსრულებლად!

მისი არჩევანია იყოს კელი დეგნანის მარიონეტი, თანაც უსუსური… ეს კიდევ უფრო მეტად აბოროტებს და ბოღმისგან სისულელეებს ლაპარაკობს!" - წერს ვატო შაქარიშვილი.

დღის ამბები