"მობილური იუსტიციის სახლი" რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის მოსახლეობას ადგილზე მოემსახურება. ახალმა ავტომანქანამ პირველი სერვისი ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების ადგილობრივ მოსახლეობას მიაწოდა.
სერვისებით სარგებლობის მნიშვნელობაზე, მოსახლეობას ინფორმაცია, იუსტიციის სახლის თავმჯდომარემ და სახელმწიფო რწმუნებულმა მიაწოდეს. პროექტი, იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, 2021 წლის სექტემბერში დაიწყო და 2 წელზე ნაკლებ დროში მთელი საქართველო მოიცვა.