26 ნოემბერი 2024,   12:43
ვრცლად
თანამედეროვე სტანდარტების შესაბამისი 11 ახალი კორპუსი დევნილებისთვის - მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილებით, 2025 წლის ბოლომდე, ახალი საცხოვრებელი იძულებით გადაადგილებულ 13 000 ოჯახს გადაეცემა

თანამედეროვე სტანდარტების შესაბამისი 11 ახალი კორპუსი დევნილებისთვის პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ვარკეთილში შენდება. მთავრობის მეთაურმა სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. შენობის საძირკველში, სიმბოლური კაფსულა ირაკლი ღარიბაშვილმა ჯანდაცვის მინისტრთან და კომპანია „ანაგის“ გენერალურ დირექტორთან ერთად ჩადო.

ვარკეთილში იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის განკუთვნილ კორპუსებში 2400 ბინა იქნება. პროექტის ბიუჯეტი 243 მილიონ ლარზე მეტია. მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილებით, ოჯახებს სრულად გარემონტებული სახლები 2025 წლის ბოლოს გადაეცემათ. დევნილებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობები მიმდინარეობს ზუგდიდში, ქუთაისში, რუსთავსა და ბორჯომშიც

თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები მთავრობის მეთაურთან ერთად ჯანდაცვის მინისტრმა დაათვალიერა. ზურაბ აზარაშვილის ინფორმაციით, იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის ახალი კორპუსების მშენებლობა თბილისსა და რეგიონებში სწრაფი ტემპით მიმდინარეობს.

ეს არ არის პირველი პროექტი, რომელიც იძულებით გადაადგილებული პირებისთვის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით ხორციელდება. მთავრობის მეთაურის თქმით, 2012 წლიდან 2022 წლის ჩათვლით ბინები თითქმის 30 000 დევნილ ოჯახს, ასი ათასზე მეტ ადამიანს უკვე გადაეცა. 2025 წლის ბოლომდე, ახალი საცხოვრებელი იძულებით გადაადგილებულ 13 000 ოჯახს გადაეცემა. 7000-მდე ოჯახი ბინებს ახალაშენებულ კორპუსებში მიიღებს, 6000 კი სოფლად სახლის პროგრამის ფარგლებში დასახლდება.

დღის ამბები