26 ნოემბერი 2024,   12:46
ვრცლად
დეოლიგარქიზაცია, სიტყვა თვითონ გულისხმობს პერსონალურ მიდგომას და ეს ჩვენ არ მოგვიგონია, ეს ჩაიდო ევროკომისიის მიერ 12 პუნქტში - ირაკლი კობახიძე

ვენეციის კომისიის დელეგაციის წევრებმა პარლამენტში შეხვედრები გამართეს. როგორც ითქვა, ვიზიტის მიზანი "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონის განხილვაა. შეხვედრები გაიმართა, როგორც ოპოზიციასთან, ასევე, მმართველ გუნდთან.

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტზე კომისიისგან მიღებული ყველა რეკომენდაცია გაითვალისწინეს, ახლა კი საინტერესოა, როგორი იქნება ხელახლა გაგზავნის შემდეგ საბოლოო შეფასება.

"დეოლიგარქიზაცია - სიტყვა თვითონ გულისხმობს პერსონალურ მიდგომას და ეს პერსონალური მიდგომა ჩვენ არ მოგვიგონია, ეს ჩაიდო ევროკომისიის მიერ 12 პუნქტში. შესაბამისად, ჩვენი არ არჩევანი არ არის პერსონალური მიდგომით მოქმედება, ეს არის ევროკომისიის არჩევანი. თუ ევროკომისია იტყვის, რომ მათ აღარ მოსწონთ პერსონალური მიდგომა და ამოიღებენ ასეთ მიდგომას 12 პუნქტიდან, ამ შემთხვევაში არ იქნება ამ კანონის მიღება აუცილებელი. თუმცა დაველოდოთ, რას იტყვის ევროკომისია.

როდესაც მიღებული იქნება კანონი, გვექნება უკვე მკაფიო კრიტერიუმები და ფაქტებზე დაფუძნებული გადაწყვეტილება იქნება მისაღები იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ არის ოლიგარქი და ვინ არაა," - განაცხადა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები