მოხალისეთა ორგანიზაციის წარმომადგენლები თავდაცვის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს გაეცნენ. როგორც თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა განმარტეს, სამინისტროს სისტემაში შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც თავდაცვის სფეროში მოხალისეობრივ ორგანიზაციებს საჭირო ინფრასტრუქტურული, მატერიალური და ადამიანური რესურსით დაეხმარება.
ასევე, მოხალისეზე გავრცელდება სამხედრო მოსამსახურისათვის დადგენილი სოციალური გარანტიები. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.