26 ნოემბერი 2024,   12:37
ვრცლად
"რისი გადახდა მოუწევს საქართველოს იმისათვის, რომ მოიხსნა სავიზო რეჟიმი, აღდგა ფრენები, პუტინი ყოველთვის ცდილობს თავისი ნაბიჯების სანაცვლოდ გარკვეული საფასური მიიღოს" - კელი დეგნანი

რუსეთთან ფრენების აღდგენაზე, საქართველოში აშშ-ის ელჩი კიდევ ერთხელ საუბრობს. კელი დეგნანის განცხადებით, ყველამ კარგად იცის, რომ პუტინი ყოველთვის ცდილობს, თავისი ნაბიჯების სანაცვლოდ გარკვეული საფასური მიიღოს. 

"ქვეყანა, რომლის ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რომლის მოქალაქეებსაც აკავებენ, ქვეყანა, რომელიც მუდმივად არის წნეხის ქვეშ, უნდა იყოს ძალიან ფრთხილად ისეთი მცდელობების მიმართ, რომელიც ისე გამოიყურება, რომ რუსეთი ცდილობს ურთიერთობების ნორმალიზებას.

ჩნდება კითხვა, რატომ ახლა, რატომ აკეთებს პუტინი ამ დათმობებს თუ შეთავაზებებს, რა არის ამისი საფასური, რისი გადახდა მოუწევს საქართველოს იმისათვის, რომ მოიხსნა სავიზო რეჟიმი, აღდგა ფრენები და ან თუნდაც რომ აღდგეს სარკინიგზო მიმოსვლა აფხაზეთის გავლით რუსეთთან. ყველამ კარგად ვიცით, რომ პუტინი ყოველთვის ცდილობს თავისი ნაბიჯების სანაცვლოდ გარკვეული საფასური მიიღოს," - აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი.

დღის ამბები