26 ნოემბერი 2024,   12:37
ვრცლად
სალონიკის სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა ბერძენ პროფესორს, რომელმაც ცოლი და ცოლის ბებია დარიშხანით მოკლა - საქმეში ფიგურირებს ქართველი სტუდენტი

სალონიკის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის განაჩენი და ორმაგ მკვლელობაში ბრალდებულ ბერძენ პროფესორს უვადო პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას Primetime ავრცელებს.

ბერძენმა გეოლოგმა, რომელსაც 20 წლის ქართველ სტუდენტთან რომანი ჰქონდა, ცოლი და ცოლის ბებია დარიშხანით მოწამლა. ორმაგი მკვლელობა 2013 წელს მოხდა.

ბერძნული მედია წერს, რომ 50 წლის ლექტორმა განზრახ მკვლელობის გამორიცხვის მიზნით, ცოლის ბებიის მოწამვლაც დაიწყო.

სავარაუდოდ, ცოლმა ქართველ სტუდენტთან რომანის შესახებ შეიტყო და განქორწინება მოითხოვა. თუმცა, კაცს განქორწინება, შვილზე მეურვეობის და ქონების დაკარგვის გამო არ სურდა. 

საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ ჯერ მოხუცი ქალი გარდაიცვალა, შემდეგ კი მისი 34 წლის შვილიშვილი. 

დღის ამბები