26 ნოემბერი 2024,   12:43
ვრცლად
ჩვენ ორმხრივი სანქციების შემოღებას არ ვაპირებთ იმიტომ, რომ ეს იქნება თვითსანქცირება, საქართველოს სანქციების ეფექტი რუსეთის ფედერაციაზე არის 0.3% - ირაკლი ჩიქოვანი

"ქართული ოცნების" ერთ - ერთი ლიდერი, ირაკლი ჩიქოვანი აცხადებს, რომ საქართველოს მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესება იქნება თვითსანქცირება, რადგან ეს უფრო დიდ ზიანს მოუტანს ჩვენს ქვეყანას, ვიდრე რუსეთს.

მისი თქმით, საქართველოს სანქციების ეფექტი რუსეთის ფედერაციაზე არის 0.3%. 

"ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ იმაზე, რომ 20 კილომეტრში, 20-ში კი არა 2 კილომეტრშია, თითო კილომეტრშია, მათ შეუძლიათ ძალიან დამანგრეველი ზიანი მოაყენონ ჩვენს სახელმწიფოს. ერთი კარგად უნდა გვესმოდეს, რომ გვესმის სიმძიმე ომის, მაგრამ ამ ხელისუფლების მთავარი კონტექსტი არის ამ ქვეყნის უსაფრთხოება, ამ ქვეყნის განვითარების შესაძლებლობის შენარჩუნება და ამ ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობის შანსის შენარჩუნება.

ჩვენ გვაქვს ჩამოყალიბებული პოლიტიკა და ეს პოლიტიკა იყო განსაზღვრული მას შემდეგ, რაც 2008 წლის ომი მოხდა საქართველოში და მას შემდეგ, რაც დაიწყო რუსეთმა შეტევა თებერვალში უკრაინის საწინააღმდეგოდ. მაშინ მკაფიოდ ჩამოვაყალიბეთ, რომ ჩვენ ორმხრივი სანქციების შემოღებას არ ვაპირებთ იმიტომ, რომ ეს იქნება თვითსანქცირება. არა იმიტომ, რომ ვიღაცას კოჭს ვუგორებთ, საქართველოს სანქციების ეფექტი რუსეთის ფედერაციაზე არის 0.3%,"-განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

დღის ამბები