26 ნოემბერი 2024,   12:33
ვრცლად
ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების ლიდერები ამ წუთებში ისლანდიის დედაქალაქში 2-დღიან სამიტზე იკრიბებიან - რა საკითხებზე იმსჯელებს 46 ქვეყნის ლიდერი

მეოთხე სამიტი დაარსებიდან 20 წლის განმავლობაში და პირველი 2005 წლის შემდეგ - კუნძული ისლანდია ევროპის საბჭოს 46 წევრი სახელმწიფოს მეთაურთა სამიტს მასპინძლობს.

რეიკიავიკს ასეთი მასშტაბის უსაფრთხოების ზომები რეიგანისა და გორბაჩოვის შეხვედრის შემდეგ არ ახსოვს. ქალაქის ცენტრი სრულიად გადაკეტილია. ადგილზე უკვე ჩავიდნენ ემანუელ მაკრონი, ოლაფ შოლცი, რიში სუნაკი.

მთავარი თემა უკრაინაა - უნდა იმსჯელონ რუსეთის პასუხისმგებლობაზეც, რომელიც ევროპის საბჭოდან ომის დაწყებისთანვე გარიცხეს.

რეიკიავიკში იმყოფება საქართველოს დელეგაციაც. ირაკლი ღარიბაშვილი სამიტის მონაწილეებს სიტყვით ხვალ მიმართავს. იქნება ორმხრივი შეხვედრებიც, სადაც მთავარი აქცენტი საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი სტატუსის მინიჭებაზე გაკეთდება.

ევროსაბჭოს ქვეყნების მეთაურთა ორდღიანი სამიტი კუნძულზე ზუსტად ერთი საათის წინ გაიხსნა. შეხვედრის დასასრულს ისლანდია ლატვიას გადასცემს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობას.

დღის ამბები