26 ნოემბერი 2024,   12:39
ვრცლად
მგონია რომ ჩატოვებენ სარჩელს, მიუხედავად იმისა, რომ მტკიცებულებების არარსებობის გამო მათ სასამართლო დავა წააგეს - მამუკა მდინარაძე სააკაშვილის გუნდზე

ფრაქცია "ქართული ოცნების" ლიდერი, მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილის გუნდმა სტრასბურგის სასამართლოდან სარჩელის გამოტანის გადაწყვეტილება არ მიიღოს, იმის მიუხედავად, რომ მტკიცებულებების არარსებობის გამო, მათ სასამართლო დავა წააგეს.

"რაიმე [მტკიცებულება] რომ ჰქონოდათ, ირიბიც კი, რომელიმე მათ ტყუილ ნარატივთან დაკავშირებით, აუცილებლად წარადგენდნენ. რადგან ვერ წარადგინეს და რადგან ეს გადაწყვეტილება მიიღო და წერტილი დაუსვა ტყუილს სტრასბურგის სასამართლომ, ეს იმას ნიშნავს რომ მომავალშიც ისინი ვერაფერს წარადგენენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი ეს "ფეიკ დავა" გაწირულია მარცხისთვის.

რაც არ უნდა მტკიცებულებები არ ჰქონდეთ, უბრალოდ, მხოლოდ იმისთვის შეიძლება ჩატოვონ სარჩელი, რომ აი "ჩვენ არსებითად რაღაცა თემაზე ვდავობთ". ამისი გახანგრძლივება და ამ ფეიკ-მესიჯის გავრცელება, რომელსაც ისინი საზოგადოებას სთავაზობენ, სასიცოცხლოდ აწყობთ და ეს მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამიტომ მე, პირადად, არ მაქვს მოლოდინი, რომ რაღაცას ისინი გამოიტანენ. შესაძლებელია, ამის შესახებ მსჯელობა მიდიოდეს, მაგრამ ამის მიუხედავად, ისინი მაინც პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებენ, მე ასე მგონია და ჩატოვებენ სარჩელს, რომ ილაპარაკონ, რომ ჯერ კიდევ რაღაცას დავობენ, მიუხედავად იმისა, რომ მტკიცებულებების არარსებობის გამო მათ სასამართლო დავა წააგეს," - თქვა მდინარაძემ.

დღის ამბები