26 ნოემბერი 2024,   12:40
ვრცლად
წინასწარი შედეგებით, თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ლიდერობს

წინასწარი შედეგებით, თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ლიდერობს

თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგები ცნობილია- როგორც "როიტერსი" წერს, წინასწარი მონაცემებით, რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ლიდერობს, 59.47%-ით. მეორე ადგილზე კი, ჯერჯერობით, ქემალ კილიჩდაროღლუა, ხმების 34.79%-ით. 

ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ ხმების პროცენტულ მაჩვენებლებს შორის განსხვავება მცირე იქნებოდა. 

"როიტერსის" ცნობით, აღნიშნული შედეგები საარჩევნო უბნების დახურვიდან თითქმის 2 საათის შემდეგ გახდა ცნობილი და ამ დროისთვის, ხმების მხოლოდ 9.1% იყო დათვლილი, თუმცა "ანადოლუს" ინფორმაციით, ხმების 17%-ის დათვლის შედეგად შედეგები არ შეცვლილა და კვლავ ერდოღანი ლიდერობს.

დღეს თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები უპრეცედენტოდ მაღალი  აქტივობის ფონზე მიმდინარეობდა - Anadolu Agency-ის ცნობით, 16:30 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 85,14 პროცენტი იყო.

დღის ამბები