"რუსთავი 2-ზე", ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ყველაზე იუმორისტული შოუ - "გააცინე და მოიგე" ბრუნდება.
სახალისო გადაცემა ეთერში ყოველ ორშაბათს, 22:00 საათზე გავა და მისი წამყვანი ზურა ნიჟარაძე იქნება.
საპრიზო ფონდი 1000 ლარია, ამ თანხას კი მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიპოვებთ, თუ ჟიურის გააცინებთ.
შემოქმედებითი გუნდი მაყურებელს ბევრ სიახლეს ჰპირდება.
ავტორი: ლაშა ბერძენიშვილი.