26 ნოემბერი 2024,   12:43
ვრცლად
ორი საკერავი მანქანით დაწყებული ამბავი და გზა გორიდან კორეამდე -  ქართველი მეწარმეები, რომლებსაც საქართველოში დამზადებული პროდუქცია ქვეყნის ფარგლებს გარეთ გააქვთ

ორი საკერავი მანქანით დაწყებული ამბავი და გზა ქალაქ გორიდან კორეამდე - ქართველი მეწარმეები, რომლებსაც საქართველოში დამზადებული პროდუქცია ქვეყნის ფარგლებს გარეთ გააქვთ.

საფრანგეთი, შვედეთი, სომხეთი და უკვე კორეა - ეს არის იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებშიც გორში შეკერილი ტანსაცმელი ექსპორტზე გადის. სამკერვალოში ე.წ. საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები ქალებიც არიან დასაქმებულები.

"აწარმოე საქართველოში" - პროგრამის ფარგლებში, საქართველოში დამზადებული პროდუქციის ექსპორტზე გასატანად, მეწარმეებს სახელმწიფო ეხმარება. პროგრამის მიზანი საქართველოს საექსპორტო პოტენციალის პოპულარიზაცია და ქართული პროდუქტების საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანობის გაზრდაა.

ქართველების მიერ საქართველოში შექმნილი პროდუქციისა და ქვეყნის სახელის გატანას ამ დროისთვის არაერთი კომპანია ცდილობს. ნაწილმა არაერთი საერთაშორისო ბაზარი უკვე მოიცვა და კონკურენტებიც უკან ჩამოიტოვა, ნაწილს კი ყველაფერი წინ აქვს. უცვლელია მათი მიზანი და მოტივაცია, რომ მთელ მსოფლიოს გააგონონ ფრაზა - "დამზადებულია საქართველოში".

დღის ამბები