26 ნოემბერი 2024,   12:47
ვრცლად
ეროვნულ გალერეაში ორი ქართველი მხატვრის, მაკა ბატიაშვილისა და გელა პატიაშვილის პერსონალური გამოფენები გაიხსნა

ეროვნულ გალერეაში ორი ქართველი მხატვრის, მაკა ბატიაშვილისა და გელა პატიაშვილის  პერსონალური გამოფენები გაიხსნა.

მაკა ბატიაშვილის პერსონალურ გამოფენას "სიჩუმის დარღვევა" ეროვნული გალერეა პირველად მასპინძლობს. ის აერთიანებს მხატვრის ბოლო პერიოდში შექმნილ ფერწერულ და გრაფიკულ ნამუშევრებს.

გალერეაში, ასევე პირველად არის წარმოდგენილი მხატვარ გელა პატიაშვილის ნამუშევრები სახელწოდებით "ჩვენ - გადარჩენილები".

პროექტის მხარდამჭერია კულტურის სამინისტრო და რია ქებურიას ფონდი.

დღის ამბები