გალერეა "ნობლესში" მერაბ გაგილაძის პერსონალური გამოფენა გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილია მხატვრის მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში შესრულებულ ნამუშევრები.
მსურველებს ნახატების დათვალიერება 29 მაისამდე შეეძლებათ. მერაბ გაგილაძის ნამუშევრები ამერიკის, ნიდერლანდების, საფრანგეთის , გერმანიის და მსოფლიოს სხვა ქვეყნების ცნობილ სივრცეებში იფინება. გალერეა "ნობლესმა" მერაბ გაგილაძის შესახებ სამენოვანი წიგნიც გამოსცა, რომლის პრეზენტაციაც გამოფენის დასრულების დღეს გაიმართება.