თბილისის სიმფონიური ორკესტრი მსოფლიოში აღიარებული მაესტროს, ალექსი მაჭავარიანის დაბადებიდან 110 წლის საიუბილეო საღამოსთვის ემზადება. ქართველი კომპოზიტორის შემოქმედება მრავალფეროვანია.
მას ეკუთვნის ისეთი ცნობილი დადგმები, როგორებიც არის ოტელო, ვეფხისტყაოსანი, ჰამლეტი და კიდევ მრავალი. მაესტროს საიუბილეო საღამოზე სუიტა ბალეტი შესრულდება - პოემიდან "ფიროსმანი" და "ამირანი-პრომეთე."
მსოფლიო დონის ქართველი მუსიკოსის, კომპოზიტორისა და დირიჟორის დაბადებიდან 110 წლის საიუბილეო საღამოს 16 მაისს, თბილისის კონსერვატორიის დიდი დარბაზი უმასპინძლებს.