26 ნოემბერი 2024,   12:41
ვრცლად
რუსეთის ცალმხრივი გადაწყვეტილება - საქართველოს აეროპორტები სანქცირებული ავიაკომპანიების თვითმფრინავებს არ მიიღებენ 

საქართველოს აეროპორტები სანქცირებული ავიაკომპანიების თვითმფრინავებს არ მიიღებენ. ასეთია "ქართული ოცნების" პასუხი ვაშინგტონის ოფიციალურ პოზიციაზე, რომელიც მმართველმა გუნდმა დღეს კიდე ერთხელ დააფიქსირა. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა თქვა, რომ თუკი კომპანიები სანქცირებულ თვითმფრინავებს მოემსახურებიან, შესაძლოა ისინი სანქციების რისკის ქვეშ აღმოჩდნენ. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლების პოზიცია ვაშინგტონის გზავნილამდეც ცნობილი იყო.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება შესაძლო სანქციებთან დაკავშირებით საგანგაშოა ”ლელოსთვის”. პარტიის საერთაშირისო მდივანი ამბობს, რომ ხელისუფლებამ უარი უნდა თქვას რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე და სავიზო რეჟიმი დააწესოს.

შესაძლო სანქციებზე საუბრისას, კონკრეტულ პრობლემებს ხედავს ოპოზიციის ნაწილი. მმართველი გუნდის ოპონენტები ამბობენ, რომ პარტნიორების მხრიდან მსგავსი განცხადებები შესაძლოა, გარკვეულ გაფრთხილებაზეც მიუთითებდეს.

საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ ხელისუფლება ყოველთვის საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა და მომავალშიც ასე გაგრძელდება. მოსკოვის მხრიდან პირდაპირი ფრენების აღდგენაში "ქართული ოცნებისთვის" მთავარი ჰუმანიტარული ნაწილია.

ვლადიმერ პუტინს პოზიციის შეცვლა ისევ ცალმხრივად მოუწია. რუსეთსა და საქართველოს შორის მიმოსვლა რუსეთის პრეზიდენტს 2019 წლიდან ჰქონდა აკრძალული. პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილება რუსეთმა 4 დღის წინ მიიღო.

 

დღის ამბები