ევროკავშირის ელჩები, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 11-ე პაკეტზე ვერ შეთანხმდნენ - ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. ევროკავშირში პოლონეთის ელჩის თქმით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტში ბევრი საკითხი საკმაოდ კომპლექსურია, ამიტომ ღრმა ანალიზს საჭიროებს.
დიპლომატი იმედს გამოთქვამს, რომ შეთანხმებას მომავალ შეხვედრაზე მიაღწევენ. სანქციების ახალი პაკეტი უკვე დაწესებული შეზღუდვების გვერდის ავლის საკითხებზე იქნება ორიენტირებული.