26 ნოემბერი 2024,   12:41
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა არ არის პოლიტიკური პარტია, ეს არის ძალიან დაბალი დონის კრიმინალური სინდიკატი" - რატი იონათამიშვილი

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე, რატი იონათამიშვილი "ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით არსებულ დაპირისპირებას ეხმიანება. როგორც იონათამიშვილი ამბობს, ენმ-ის  წევრებს სინამდვილეში ძალაუფლების იქით არანაირი ინტერესი არ აქვთ და ამ ძალაუფლებას მხოლოდ ერთმანეთზე თუ განახორციელებენ.

"ნაციონალური მოძრაობა არ არის პოლიტიკური პარტია, ეს არის ძალიან დაბალი დონის კრიმინალური სინდიკატი და მის წევრებს სინამდვილეში ძალაუფლების იქით არანაირი ინტერესი არ აქვთ. ამ ძალაუფლებას დღეს მხოლოდ ერთმანეთზე თუ განახორციელებენ. ეს დღის წესრიგი უდგათ და მოქმედებენ შესაბამისად. ძალიან მძიმე სანახავია, როდესაც ადამიანები ესეთი ვიწრო ინტერესებით იყვნენ შემოფარგლული, მაგრამ მე ვფიქრობ რომ ქართული პოლიტიკური პროცესებისთვის ნაციონალური მოძრაობის დაშლა და დაკნინება მხოლოდ პოზიტიური მოვლენა შეიძლება იყოს," - აცხადებს რატი იონათამიშვილი. 

 

დღის ამბები