26 ნოემბერი 2024,   12:42
ვრცლად
"ორი დაჯგუფება ცდილობს მეტი ზიანი მიაყენოს თავის მოწინააღმდეგეს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ნანგრევი გადმოინაწილოს საკუთარ მხარეს - მიხეილ სარჯველაძე ენმ-ის შესახებ

"ნაციონალურ მოძრაობაში" მორგი დაპირისპირებასთან დაკავშირებით, რომელიც ნიკა მელიას განცხადებას მოჰყვა, შეფასებები კეთდება მმართველ გუნდში.   

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ფაქტობრივად "დაინგრა". 

"ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, იმიტომ რომ დაპირისპირების ხარისხი, რომელიც იყო არჩევნების დროს, ამან შემქნა ისეთი ვითარება, როდესაც პრაქტიკულად შეუძლებელი იქნებოდა ამ პარტიაში იგივე შემადგენლობით საქმიანობის გაგრძელება და ეს გადაწყდა პრაქტიკულად იმავე ეტაპზე ამ პარტიის დაშლა. შეიძლება ვიღაც არ ჩქარობს გადაწყვეტილების მიღებას და ა.შ. ერთადერთი მიზეზით, იმიტომ რომ ამ პარტიას რაც ჰყავს ელექტორატი ან რესურსები ამ მიმართულებით, ვინ მეტს წაიღებს და სად წაიღებს, ეს საკითხები რჩება როგორც ჩანს გადასაწყვეტი. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს ორი დაჯგუფება ცდილობს ახლა, რაც შეიძლება მეტი ზიანი მიაყენოს თავის მოწინააღმდეგეს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ნანგრევი გადმოინაწილოს საკუთარ მხარეს. მაგრამ ფაქტია, რომ ნაციონალური მოძრაობა დაინგრა," - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

საუბარია პარტიის ყოფილი თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც ნიკა მელია "ნაციონალური მოძრაობის“ არაფორმალურ მართვაში, დავით კეზერაშვილისა და ვანო მერაბიშვილის შემდეგ, ახლა უკვე ზურაბ ადეიშვილს ამხელს.

 

დღის ამბები