26 ნოემბერი 2024,   12:32
ვრცლად
ჩვენმა მეგობრებმა ქუჩაში 50 კაციანი აქციები გამოიყვანს სააკაშვილს ციხიდანო და დღეს ამ დაპირებების ტყვეობაში არიან- ბაჩო დოლიძე ხაბეიშვილის მენეჯმენტზე 

სტრასბურგის უარი მიხეილ სააკაშვილს- ყოფილმა პრეზიდენტმა ევროპული სასამართლო ვერ დაარწმუნა, რომ მას საზღვარგარეთ მკურნალობა ნამდვილად სჭირდება.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, პატიმარი მაციენტის ადვოკატები სამართლებრივი არგუმენტების წარდგენას, საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე გეგმავენ.

"ნაციონალურ მოძრაობაში"  პირობას დებენ, რომ პარტია სააკაშვილის თავისუფლებისთვის ბრძოლას გააგრძელებს. 

რაც შეეხება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის  განცხადებას. ბაჩო დოლიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს ციხიდან საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ხელისუფლების მისამართით განხორციელებული ზეწოლა გამოიხსნის და არა ქუჩის 50 კაციანი აქციები. 

"მე დავეყრდნობი ადვოკატების პოზიციას და არსებით განხილვამდე, სანამ გავა ეს საკითხი,  რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად. აქ მეორეა, რას უნდა აკეთებდეს პარტია, მაგრამ იმ მოცემულობაში, რა  დაპირებებიც აკეთა, მთლიანად ცვლის ამ სურათს იმიტომ, რომ ჩვენ ძალიან მკაფიოდ განსაზღვრული პოლიტიკა გვქონდა. ისევ და ისევ ზეწოლა  საერთაშორისო მიმართულებით, ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღი ოლიგარქთან ბრძოლაში, თუმცა ჩვენმა მეგობრებმა ეს საკმარისი არ არისო და ქუჩაში 50 კაციანი აქციები გამოიყვანსო სააკაშვილსო და დღეს ამ დაპირებების ტყვეობაში არიან,"-განაცხადა ბაჩო დოლიძემ. 

დღის ამბები