26 ნოემბერი 2024,   12:46
ვრცლად
თუ რუსეთთან ფრენის გამო სანქცირებაში მოჰყვება ქართული აეროპორტები, გამოდის რომ სერიოზული დისკომფორტი შეექმნებათ საქართველოს მოქალაქეებს- პაატა მანჯგალაძე 

რუსეთის ცალმხრივი გადაწყვეტილება და პოლიტიკური შეფასებები საქართველოში - ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლებას მოუწოდებს დაუყოვნებლივ განაცხადოს უარი რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე და სავიზო რეჟიმი დააწესოს.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფი” წევრი, პარტია ”სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივანი აცხადებს, რომ თუ რუსეთის გამო საქართველოში ავიაკომპანიები დასანქცირდება, ეს საზოგადოებისთვის სერიოზული დისკომფორტი იქნება. 

"თუ რუსების და რუსეთთან ფრენის გამო სანქცირებაში მოჰყვება ქართული აეროპორტები და და კომპანიები, როგორც ეს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში იყო ნათქვამი, გამოდის რომ სერიოზული დისკომფორტი და პრობლემები შეექმნებათ საქართველოს მოქალაქეებს,"-განაცხადა პაატა მანჯგალაძემ. 

მმართველი გუნდი კი, ევროპული - არჩეული კურსის ერთგულებას ადასტურებს და მკაფიოდ აცხადებს, რომ საქართველოს მიმართულებით რეისებს მხოლოდ არასანქცირებული კომპანიები შეასრულებენ.

დღის ამბები