26 ნოემბერი 2024,   12:38
ვრცლად
მიხეილ სარჯველაძის თქმით, ოპოზიცია ცდილობს საქართველოს ევროინტეგრაციას ხელი შეუშალოს იმისათვის, რომ გამოიყენოს რევოლუციური სცენარები

შეიძლება თუ არა საზოგადოებაში გაჩნდეს ანტიდასავლური განწყობები, თუ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს ამჯერადაც ვერ მიიღებს - ამ თემაზე "ქართული ოცნების" წევრმა მიხეილ სარჯველაძემ "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა. 

მისი შეფასებით, მოსახლეობას კითხვები გაუჩნდა ევროკავშირის მიმართ გასული წლის ზაფხულშიც, როდესაც საქართველო ყველა პარამეტრით უსწრებდა მოლდოვას, თუმცა ჩვენმა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მაინც ვერ მიიღო. 

"საქართველოს რომ კანდიდატის სტატუსი მიეღო, მეტ დამაჯერებლობას შესძენდა ბევრი მიმართულებით, მათ შორის საქართველოს საზოგადოებას იმიტომ, რომ არაფერი ისე არა აზიანებს დღეს საქართველოში დასავლურ განწყობას, როგორ უსამართლოდ მიღებული გადაწყვეტილებები ევროკავშირის მხრიდან. ეს არის ყველაზე მეტად, რაზეც შეიძლება გული შემტკიოდეს და რაც იწვევდეს პირადად ჩემი მხრიდან ასეთი გადაწყვეტილების კრიტიკას.
 
მოსახლეობაში გაჩნდა ეს კითხვა წინა ჯერზე, როდესაც გასული წლის ზაფხულში მიიღეს გადაწყვეტილება და მერე მოგვიანებით გამოქვეყნდა ანგარიში, სადაც შეფასებული იყო საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის მდგომარეობა. უკრაინის შემთხვევაში გასაგებია, მაგრამ როდესაც პრაქტიკულად ყველა მიმართულებით გაქვს ბევრად უკეთესი მაჩვენებლები, ვიდრე აქვს მოლდოვას - მოლდოვა იღებს ამ სტატუსს და ვერ იღებს საქართველო, რას უნდა მივაწეროთ ეს ყველაფერი? ბუნებრივია, რომ მოსახლეობას უჩნდება გარკვეული კითხვები.
 
მე არეულობას არ ველოდები გულრწფელად რომ გითხრათ. ვინც ხელისუფლების მხარდამჭერია, მათი ავანტიურაში ჩარევა რთულია. ცდილობს ოპოზიცია საქართველოს ევროინტეგრაციას ხელი შეუშალოს მარტო იმიტომ, რომ ეს სცენარები გამოიყენოს - სისხლიანი რევოლუცია ან უსისხლო. ცეცხლის ალში ქვეყნის გახვევის მცდელობა ნამდვილად აქვს ოპოზიციას. 90-იანები ამის ნათელი მაგალითია და ამაზე იმუნიტეტი აქვს გამომუშავებული ნამდვილად. ამიტომ მსგავსი გზებით პროცესების განვითარებას გამოვრიცხავ,"- აცხადებს სარჯველაძე.
დღის ამბები