26 ნოემბერი 2024,   12:33
ვრცლად
პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტი, მანდატის ფარგლებში, მუდმივ რეჟიმში აწარმოებს პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგს - სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტი, თავისი მანდატის ფარგლებში, მუდმივ რეჟიმში აწარმოებს პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგს, - ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განცხადებაში.

ამით აუდიტის სამსახური ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომლის თანახმად, ყალბი ორგანიზაციების და მაქინაციების მეშვეობით ხდება უცხოური ფულის ინვესტირება ქართულ პოლიტიკაში, მნიშვნელოვანია, აუდიტის სამსახური დაინტერესდეს საკითხით.

უწყების ინფორმაციით, მონიტორინგი ასევე ვრცელდება ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომელთა საქმიანობა შესაძლებელია აფილირებული იყოს კონკრეტულ პოლიტიკურ სუბიექტებთან.

"მონიტორინგი ასევე ხორციელდება პარტიების შემომწირველთა ფინანსურ ინფორმაციაზე.

მუდმივი მონიტორინგის პროცესში, სხვადასხვა ორგანიზაციის ან ფიზიკური პირის მიერ პოლიტიკური პარტიის საქმიანობისთვის გაწეული ხარჯების იდენტიფიცირების შემთხვევაში, მათზე ვრცელდება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული რეგულაციები,"- ნათქვამია ინფორმაციაში.

დღის ამბები