26 ნოემბერი 2024,   12:44
ვრცლად
ფაქტია, თვეები გადის და პარლამენტი ვერ ირჩევს ცესკო-ს წევრებსა და თავმჯდომარეს, რაც ადასტურებს, რომ ექსპერიმენტი ჩავარდა - პარლამენტი ცდილობს, რომ ჩიხში გამოსავალი მოიძებნოს - შალვა პაპუაშვილი 

ფაქტია, რომ თვეები გადის და პარლამენტი ვერ ირჩევს ცესკო-ს წევრებსა და თავმჯდომარეს, რაც ადასტურებს, რომ ეს ყველაფერი ექსპერიმენტი იყო, რომელიც ჩავარდა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მედიასთან განაცხადა.

პაპუაშვილმა უპასუხა პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, რომლის თანახმად, ცესკოს თავმჯდომარეობის და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევასთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტს, მიღების შემთხვევაში, პრეზიდენტი ვეტოს დაადებს.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ახლა პარლამენტი ცდილობს, რომ ჩიხში, სადაც შეყვანილი იქნა საქართველოს პარლამენტი და პრეზიდენტი, გამოსავალი მოიძებნოს.

“ფაქტია, რომ თვეები გადის და პარლამენტი ვერ ირჩევს ცესკო-ს წევრებსა და თავმჯდომარეს. ეს ფაქტი ადასტურებს, რომ ეს ყველაფერი ექსპერიმენტი იყო, რომელიც ამ მხრივ ჩვენს კანონმდებლობაში ჩატარდა და ჩავარდა. ახლა ერთადერთი საკითხია იმაში, გამოვიჩენთ თუ არა კეთილგონიერებას, რომ დავფიქრდეთ, გადავხედოთ ექსპერიმენტს, რამდენად ჰჰქონდა თავის დროზე ამ ყველაფერს აზრი, რამდენად მიაღწია თავის მიზნებს. სწორედ აქედან გამომდინარე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები. საქართველოს პარლამენტი ცდილობს, რომ იმ ჩიხში, სადაც ამ ექსპერიმენტით შეყვანილი იქნა საქართველოს პარლამენტი და პრეზიდენტი, მოიძებნოს გამოსავალი იმავე სახით - როგორც ის შექმნილი იქნა საკანონმდებლო რეგულაციის მხრივ, ასევე ამავე რეგულაციით უნდა მოხდეს ამ ჩიხის გახსნა”, -განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები