26 ნოემბერი 2024,   12:32
ვრცლად
უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ქართველი ხალხის მიმართ კეთილგანწყობა რომ დავინახოთ, საქართველოს უნდა გადმოსცენ ზურაბ ადეიშვილი და გია ლორთქიფანიძე - პაპუაშვილი

ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა, ჯერ კიდევ, მაშინ მოხდა, როცა უკრაინის კონტრდაზვერვის უფროსის მოადგილემ საქართველოში მიხეილ სააკაშვილი შემოაპარა, - ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას, დავით არახამიას მხრიდან გაკეთებულ განცხადებებზე.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, პრობლემა არ არის იმაში, თუ ვინ რისი თქმის უფლებას მისცემს საკუთარ თავს - პრობლემაა მსგავს განცხადებებზე ოპოზიციის რეაქცია, რომელსაც სახელმწიფოებრიობის შეგრძნება არ გააჩნია.

მისი თქმით, ოპოზიციისთვის სულერთია, თუ რამდენად ხდება ქვეყნის შიდა საქმეებში სიტყვით თუ საქმით ჩარევა.

"სწორედ ის იყო მთავარი ორგანიზატორი ამ გეგმის და დღემდე ის იმყოფება თანამდებობაზე. სამწუხაროდ, დღემდე ის საქართველოს არ გადმოსცეს, პირიქით, რამდენადაც ვიცი, თანამდებობაზე დააწინაურეს. ამიტომ, იმისათვის, რომ უკრაინის ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლების მხრიდან ქართველი ხალხის მიმართ კეთილგანწყობა დავინახოთ, საქართველოს უნდა გადმოსცენ ზურაბ ადეიშვილი და გია ლორთქიფანიძე. ამის შემდეგ, შეიძლება, სხვა საკითხებზე საუბარი. ქართველი ხალხის წინააღმდეგ დანაშაულების ჩამდენები, საქართველოში გულაგების სისტემის შემქმნელი ადეიშვილი არის უკრაინის გენერალური პროკურორის მრჩეველი და კურირებს მართლმსაჯულების რეფორმებს და ამაშია ამ მდგომარეობის მთელი ცინიზმი. ნაცვლად იმისა, რომ ის ექვსწლიან სასჯელს იხდიდეს საქართველოს ციხეში. რაც შეეხება არახამიას, პრობლემა იმაში კი არ არის, თუ ვინ რისი თქმის უფლებას აძლევს საკუთარ თავს, ყველა ადამიანი თავისუფალია გამოხატოს თავისი დამოკიდებულება, პრობლემაა ის, რა დამოკიდებულება ხვდება ამას საქართველოში. ოპოზიციას ვხედავთ, რომელსაც არანაირი შეგრძნება არ გააჩნია სახელმწიფოსი, სამშობლოსი, ქვეყნის. მათთვის სულერთია, თუ რამდენად ხდება ქვეყნის შიდა საქმეებში სიტყვით თუ საქმით ჩარევა. ასე რომ, პრობლემა არის იმაში, თუ რა განცხადებებს აკეთებს ესა თუ ის ადამიანი, არამედ მთავარია, ამას საქართველოში სწორი შეფასება მოჰყვეს და ვფიქრობ, რომ ეს შეფასება არის ამ მხრივ მარტივი, თუ დავფიქრდებით, ჩვენს სახელმწიფოებრიობასა და ჩვენს სამშობლოზე,"-აღნიშნა პაპუაშვილმა.

დღის ამბები