26 ნოემბერი 2024,   12:35
ვრცლად
უეფა-ს ახალი სეზონისთვის ქართული კლუბების ლიცენზირების პროცესი დასრულდა

უეფა-ს ახალი სეზონისთვის ქართული კლუბების ლიცენზირების პროცესი დასრულდა და ევროსაგზურის ყველა მფლობელმა ლიცენზია მოიპოვა, – ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

"ლიცენზირებაში მონაწილეობდა 2022 წლის ეროვნული ლიგის ათივე გუნდი. ასევე, ქალთა ლიგის რანგით პირველი სამეული. წარმოდგენილი დოკუმენტებისა და ექსპერტების შეფასებების საფუძველზე, ლიცენზირების კომიტეტმა მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება, რომელიც ეცნობა საფეხბურთო კლუბებსა და უეფა-ს.

უეფა-ს 2023/2024 წლების საკლუბო ლიცენზია მიიღო ცხრა კლუბმა, ხოლო უარი ოთხს ეთქვა. ევროტურნირებზე სპორტული შედეგით გასულმა კლუბებმა ლიცენზირების პროცესი წარმატებით დაასრულეს,"- წერია ფეხბურთის ფედერაციის გავრცელებულ ცნობაში.

დღის ამბები