26 ნოემბერი 2024,   12:38
ვრცლად
ჩემი იმედია, რომ ჩვენ ევროპა აქ შემოვიყვანოთ, აქ მივიღოთ ყველაფერი ის, რისთვისაც მივდივართ ხოლმე ევროპაში - სალომე ზურაბიშვილი

თუ ჩვენ შევძლებთ რომ ვიყოთ იქ, სადაც საჭიროა, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი თვით ევროპისთვის ,- ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა ევროპის დღისთვის მიძღვნილ ღონისძიებაზე გააკეთა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, შავი ზღვა, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს საქართველოსთვის დამაბრკოლებელი ფაქტორი იყო, დღეს და ხვალ გამაერთიანებელ, ხიდის ფუნქციას შეასრულებს.

"ჩემი იმედია, რომ ჩვენ ევროპა აქ შემოვიყვანოთ, აქ მივიღოთ ყველაფერი ის, რისთვისაც ჩვენ მივდივართ ხოლმე ევროპაში. აქ იყოს ის ცხოვრების სტანდარტები, ის სამუშაო სტანდარტები, ის კეთილდღეობა, რასაც ვეძებთ სხვაგან. ჩვენ ბევრი გვაქვს საერთო ევროპასთან, მაგრამ ჩვენი ქვეყანა არანაკლებია და აქ შემოვიყვანოთ ევროპელები. აქ გვაქვს გამოხატულება სწორედ იმ შავი ზღვის, რომლის ნაწილი ვართ ჩვენ და რომელიც დღეს უკვე და ხვალ იქნება გამაერთიანებელი საქართველოსი და ევროპის, ის შავი ზღვა, რომელიც ჩვენ გვაშორებდა მთელი ამ საბჭოთა პერიოდის დროს, ეს იყო კედელი, დღეს უკვე არის ხიდი, რომელსაც შეუძლია ძალიან ბევრი რამ მოუტანოს არამხოლოდ საქართველოს, არამედ ევროპასაც ძალიან ბევრს მოუტანს. ეს კარგად ესმით, რომ ჩვენი სტრატეგიული ადგილი, ჩვენი სამომავლო როლი, თუ ჩვენ შევძლებთ, რომ ვიყოთ იქ, სადაც საჭიროა, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი თვით ევროპისთვის,"- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები