დღეს მსოფლიოს ევროპული ნაწილი ევროპის დღეს აღნიშნავს, მათ რიგებშია საქართველოც. რუსთაველის აკადემიურ თეატრში ევროპის დღე ნიკოლოზ რაჭველისა და სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის კონცერტით აღნიშნეს. საღამო ევროპისა და საქართველოს ჰიმნებით გაიხსნა, ღონისძიებას კი პრეზიდენტი, მთავრობის წარმომადგენლები და დიპლომატიური კორპუსი ესწრებოდა.
73 წლის წინ, საფრანგეთის პირველმა დიპლომატმა რობერტ შუმანმა ევროპული ინტეგრაციის იდეა სწორედ ამ დღეს წამოაყენა, რის შემდეგაც 9 მაისი, როგორც ევროპის კავშირის დაბადების დღე აღინიშნება.