26 ნოემბერი 2024,   12:43
ვრცლად
9 მაისი სამხედრო ავიაციის და მძიმე ტექნიკის გარეშე - ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე მოკრძალებული აღლუმი წითელ მოედანზე, მხოლოდ 45 წუთი გაგრძელდა

9 მაისი სამხედრო ავიაციის და მძიმე ტექნიკის გარეშე - ერთადერთი ტანკი, რომელიც დღეს მოსკოვის წითელ მოედანზე გამოჩნდა, სამუზეუმო ექსპონატი "ტ-34" იყო. წითელ მოედანზე ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე მოკრძალებული ღონისძიება გაიმართა. მცირე იყო იმ პირთა წრეც, ვინც პუტინთან ერთად 9 მაისის აღნიშვნას დათანხმდა. მოსკოვში სომხეთის, ბელარუსის, ტაჯიკეთის, ყირგიზეთის, ყაზახეთის, თურქმენეთის და უზბეკეთის პირველი პირები ჩავიდნენ

მედიის,ინფორმაციით, ბელარუსის პრეზიდენტი, მოსკოვიდან მინსკში ნაჩქარევად დაბრუნდა. როგორც გამოცემა Наша Ніва ვარაუდობს, ეს შესაძლოა ლუკაშენკოს ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირდებოდეს, რადგან ლუკაშენკომ უარი თქვა პუტინთან და სხვა ლიდერებთან ერთად სადილზე დასწრებაზეც. გამოცემა წერს, რომ ბელარუსის პრეზიდენტი პუტინთან და კრემლის სხვა სტუმრებთან, ერთად არც ალექსანდრეს ბაღში გადასულა ფეხით და მანქანით მიიყვანეს. ინტერნეტში გავრცელებული კადრებით თუ ვიმსჯელებთ სტუმრები თავს უსაფრთხოდ არ გრძნობდნენ. საკუთარ მიმართვაში საკმაოდ სიტყვაძუნწი იყო რუსეთის პრეზიდენტი.

უკრაინაში ბრძოლაზე უარს კი რუსი ჯარისკაცები სულ უფრო ხშირად ამბობენ. ამაზე "ვაგნერის" მეთაური ღიად საუბრობს და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს უპირისპირდება. ევგენი პრიგოჟინი მინისტრ შოიგუს და სხვა მაღალჩინოსნებს მოღალატეებს უწოდებს.

მოსკოვში 9 მაისი - უკრაინაში კი ევროპის დღე აღნიშნეს. მხარდაჭერის გამოსახატად კიევში დილიდან ურსულა ფონ დერ ლაიენი ჩავიდა. ევროკომისიის პრეზიდენტის ვიზიტი ომში მყოფ ქვეყანაში უკანასკნელ წუთამდე გასაიდუმლოებული იყო. მაღალი რანგის სტუმარს ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმასპინძლა. მხარეების შეხვედრა დახურულ კარს მიღმა საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. რის შემდეგაც ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა.

ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში სარაკეტო იერიშის საფრთხის მიუხედავად ჩავიდა. საოკუპაციო ჯარმა უკრაინის ტერიტორიაზე ღამის განმავლობაში მორიგი მასშტაბური იერიში მიიტანა. თუმცა, შეტევამ ფიასკო განიცადა.

უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ დედაქალაქის მისამართით ნასროლი "კალიბრის" და "იქს-101" ტიპის ყველა რაკეტა გაანადგურა. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მათი ჩამოგდების შედეგად ინფრასტრუქტურისთვის მიყენებული ზიანი მიზერულია.

დღის ამბები