26 ნოემბერი 2024,   12:38
ვრცლად
ვლადიმერ კარა-მურზას და ირანელ ქალებს Freedom House თავისუფლების ჯილდოს გადასცემს

Freedom House 2023 წლის თავისუფლების ჯილდოს გადასცემს ვლადიმერ კარა-მურზასა და ირანელ ქალებს დემოკრატიისა და თავისუფლების ბრძოლის საქმეში, მათი ურყევი ერთგულებისთვის.

რუსეთში დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი, "ვაშინგტონ პოსტის" თანამშრომელი და ისტორიკოსი კარა-მურზა აწარმოებს აქტიურ ბრძოლას კორუფციისა და რეპრესიების წინააღმდეგ რუსეთში. გასულ თვეს მას პუტინის რეჟიმმა 25 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა უკრაინაში შეჭრის კრიტიკისა და სანქციების მოთხოვნის გამო.

რაც შეეხება ირანელმა ქალებს, Freedom House-ის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მათ გამოავლინეს შესანიშნავი გამბედაობა და გამძლეობა რეჟიმის მხრიდან მიმდინარე დევნისა და დისკრიმინაციის ფონზე.

დღის ამბები