ბოლნისში, ახალგაზრდა მამაკაცი სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მიყენებული ჭრილობა სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაწყებულია გამოძიება.