ბადრი ესებუას მშობლების მტკიცებით, მათი შვილი 2020 წლის 21 ოქტომბერს მთელი დღე სახლში იყო და მამას სახლის საქმეებში ეხმარებოდა.
ნინო ჯიქია და ტარიელ ესებუა ამბობენ, რომ მათი შვილი 23 ოქტომბერს წავიდა თბილისში სამკურნალოდ - ამის შესახებ მათ ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გამოკითხვის დროს ისაუბრეს, გაიხსენეს ჩხრეკის დეტალებიც და თქვეს, რომ 23 ოქტომბრის შემდეგ შვილი მის დაკავებამდე არ უნახავთ.
პროცესზე პროკურორმა მათ მიერ გამომძიებლისთვის მიცემული ჩვენებები წაიკითხა, რომლებშიც დედა წერს, რომ ბადრი სახლიდან 21 ოქტომბერს წავიდა და სამსახურიდან დაბრუნებულ მამასაც ეს ინფორმაცია მიაწოდა.
ჩვენებებს შორის უზუსტობებზე ტარიელ და ნინო ესებუებმა თქვეს, რომ მან ჩვენებას ხელი წაუკითხავად მოაწერეს. ამავე ჩვენებებში წერენ, რომ ბანკზე თავდამსხმელს მათ შვილს ვერ ამსგავსებენ.
მშობლებმა გაიხსენეს სახლია ჩხრეკის დეტალებიც და დასძინეს, რომ მათი შვილის ბრალდების შესახებ ჟურნალისტებისგან შეიტყვეს