საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, დღეს და ხვალ საქართველოში "ევროპის დღეები" აღინიშნება. მთავარი ღონისძიებებისთვის ორბელიანის მოედანი შეირჩა. "ევროპის დღეების" ფარგლებში, დღეს ესპანური, ხვალ კი შვედური დღე გაიმართება. დღევანდელ დღეს კონცერტი ასრულებს
"ნელ-ნელა ევროპის დღე ჩვენი ყოველწლიური ღონისძიებების სიაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს და უპირველეს ყოვლისა იმის გამო, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს აღებული კურსი, ევროკავშირის წევრი გახდეს. ძალიან მეიმედება, რომ ეს დღე ოდესმე დადგება. მანამდე, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი სამუშაოა ჩასატარებელი. იმედია, არაერთხელ გვექნება საზეიმო დღეები და განსაკუთრებით, იმედი მაქვს, მალე ვიზეიმებთ კანდიდატის სტატუსს,"- განაცხადა ღონისძიებაზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა რევაზ ჯაველიძემ.
ესპანეთის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა საქართველოში, მარკოს გრანტას გომესმა აღნიშნა, რომ "ევროპის დღეებთან" ერთად დღეს საქართველოსა და ესპანეთის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილე აღინიშნებოდა.
"დიდი პატივია, როგორც ესპანეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი მოგესალმოთ ამ განსაკუთრებულ ღონისძიებაზე. ნება მომეცით, პირველ რიგში, მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, რომელმაც შესანიშნავი ორგანიზება გაუწია ამ ღონისძიებას. ეს დღე ორმაგად აღინიშნება - ერთი, როგორც ევროპის დღე და მეორე, როგორც ესპანეთისა და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილე,"- აღნიშნა მარკოს გრანტას გომესმა.