უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ინფორმაციით, რუსეთის ტყვეობიდან "აზოვსტალის" 45 დამცველი გათავისუფლდა. ამის შესახებ ანდრეი ერმაკმა ინფორმაცია ტელეგრამის საკუთარ არხზე გაავრცელა.
"ყველა მათგანი არის იმ ქვედანაყოფის ეროვნული გვარდიელი, რომელიც ცხრა წლის წინ აზოვის ზღვრის ნაპირზე შეიქმნა. 35 რიგითი და სერჟანტი, 10 ოფიცერი. მათ შორის არიან მებრძოლები, რომლებიც მარიუპოლის დაცვისას დაქორწინდნენ. ასევე, არის ჩვენი მებრძოლი, რომელიც რუსეთის ფართომასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან რუსეთის ტყვეობაში 2,5 წელიწადი იმყოფებოდა,"-წერს ანდრეი ერმაკი.