26 ნოემბერი 2024,   12:47
ვრცლად
მთავარია ის, რატომ გვიხარია დღევანდელი და ხვალინდელი დღე და ეს დაკავშირებულია იმასთან, რაც უნდა ჩვენს ქვეყანას, ეს არის ევროკავშირთან ინტეგრაცია - რევაზ ჯაველიძე

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, 6 და 7 მაისს საქართველოში "ევროპის დღეები" აღინიშნება.

ესპანურის შემდეგ, ევროპული დღეების ფარგლებში, 7 მაისს შვედური დღე გაიმართება. შვედურ დღესთან დაკავშირებით მოეწყობა შვედი შეფის მასტერკლასი, ასევე მოეწყობა შვედი ავტორების წიგნების გამოფენა-გაყიდვა, დღეს კი კონცერტები დაასრულებს.

"ევროპის დღეების" ფარგლებში მთავრობის ადმინისტრაციის ინიციატივით მოვიწვიეთ ჩვენი ესპანელი და შვედი მეგობრები. 8 საათზე გაიმართება არაჩვეულებრივი კონცერტი ანტონიო გადესის კომპანიის მონაწილეობით, ფლამენკო იქნება დამაგვირგვინებელი დღევანდელი საღამოსი, მაგრამ მთავარი სხვა რაღაც არის, მთავარია ჩვენი განწყობა, მთავარია ის, რატომ გვიხარია დღევანდელი დღე, ხვალინდელი დღე და ეს დაკავშირებულია იმასთან, რაც გვინდა ჩვენ, ჩვენს ქვეყანას - ეს არის ევროკავშირთან ინტეგრაცია,"-განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა რევაზ ჯაველიძემ.

დღის ამბები