"კურიერის" ინფორმაციით, ტერორიზმის ბრალდებით საქართველოში სუსის მიერ დაკავებული პირი თურქეთის მოქალაქეა. დაკავებულის შესახებ სხვა დეტალები ამ ეტაპზე არ ვრცელდება.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" წევრი, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა. საქმეში დევს მტკიცებულებები, რითაც დგინდება რომ დაჯგუფება ტერორისტულ აქტივობებს გეგმავდა ამერიკასა და ევროპაში.
სუსმა მოპოვებული მტკიცებულებები პარტნიორ ქვეყნებს, მათ შორის თურქეთს გაუზიარა, რის შემდეგაც თურქეთის ტერიტორიაზე მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა და ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირში მყოფი 72 პირი დააკავეს. სავარაუდოდ, თურქეთის ტერიტორიაზე დაკავებულები და საქართველოში გამოვლენილი ტერორისტი საერთო დაჯგუფების წევრები არიან.