26 ნოემბერი 2024,   12:47
ვრცლად
აუცილებელი მოგერიება...ის თავს იცავდა - რას ამბობს გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული დაცვის თანამშრომლის ადვოკატი

ვერაზე, გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული ბრალის წარდგენის მოლოდინშია. გივი მარგველაშვილის დაცვის თანამშრომელ - კახაბერ კამლაძეს გამოძიება განზრახ მკვლელობას ედავება.

დაცვის მხარე იარაღის გამოყენებას და გასროლას, აუცილებელი მოგერიებით ხსნის. ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოა და ის მხოლოდ თავს იცავდა.

"გამოძიება დაწყებულია 108-ე მუხლით და დიდი მოლოდინი მაქვს, რომ კვალიფიკაცია შეიცვლება. ერთადერთ რაც შემიძლია გითხრათ, 85 წლიდან აქვს იარაღის ტარების უფლება, ასევე გაფორმებული ჰქონდა იარაღი. წინასწარი ვარაუდით, ვფიქრობ, რომ იარაღის მუხლი მოიხსნება. აქ ორი აზრი არ არის, ის თავს იცავდა", - განაცხადა ადვოკატმა ხათუნა ხურცილავამ.

დღის ამბები