26 ნოემბერი 2024,   12:39
ვრცლად
ბექა ოდიშარიას თქმით, როცა ორკაციან პარტიაში ერთი ამბობს, რომ ჩვენი კომპიუტერების საწყობი იყოო და ამით უნიჭოდ ცდილობს, გამოიყვანოს მდგომარეობიდან პარტიის თავმჯდომარე, ყველაფერი ნათელია

"ორკაციან პარტიაში პარტიის მეორე წევრი რომ იძახის, რომ ჩვენი კომპიუტერების საწყობი იყოო და ამით უნიჭოდ ცდილობს გამოიყვანოს მდგომარეობიდან თავისი პარტიის თავმჯდომარე, ყველაფერი დღესავით ნათელია,"- ასე გამოეხმაურა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია ე.წ. ქოლცენტრებთან დაკავშირებით "სტრატეგია აღმაშენებელში" გაკეთებულ ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს.

მისივე თქმით, შენობა-ნაგებობის მფლობელმა გამორიცხულია არ იცოდეს, თუ რას საქმიანობენ ისინი, ვინც ფართებს ქირაობენ მის კუთვნილ შენობაში.

"სამართალდამცავი ორგანოები შემუშავებული ოპერატიული გეგმის მიხედვით, თავიანთ უცხოელ კოლეგებთან მჭიდრო თანამშრომლობით ახორციელებენ ოპერაციებს. არ არსებობს სამეწარმეო საქმიანობაში ისეთი გარემოება, როდესაც მეწილეები, ადამიანები, რომლებიც ფლობენ ერთად რაიმე შენობა-ნაგებობას, არ ფლობდნენ ინფორმაციას თუ ვისზეა გაქირავებული შენობა, რას საქმიანობენ ან საიდან აქვთ შემოსავალი. რაც შეეხება მანჯგალაძის და ვაშაძის ამ კომიკურ კონტექსტში დაპირისპირებას, მამლის ყივილამდე სამჯერ უარყო მანჯგალაძე. ორკაციან პარტიაში პარტიის მეორე წევრი რომ იძახის, რომ ჩვენი კომპიუტერების საწყობი იყოო და ამით უნიჭოდ ცდილობს გამოიყვანოს მდგომარეობიდან თავისი პარტიის თავმჯდომარე, ყველაფერი დღესავით ნათელია. მათ სურთ ახლა საგამოძიებო კომისიის შექმნა რის თაობაზე - საკუთარ თავთან დაკავშირებით? თუ ეს ყველაფერი მოგონილია, აცადონ სამართალდამცავ ორგანოებს, რატომ უნდა გამოიძიონ მათ,"- აცხადებს ბექა ოდიშარია.

ამავე თემაზე
დღის ამბები